Logo

“ყველას, ვინც ჩემს ქვეყანას იცავს” – უსიკმა ჯოშუასთან გამარჯვება უკრაინის დამცველებს მიუძღვნა

უკრაინა
780
Frontnews image description

სუპერმძიმე წონაში სატიტულო ორთაბრძოლა უკრაინელ ალექსანდრ უსიკსა და ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შორის უკრაინის ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

 

მოკრივეებმა სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-ის, IBF-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრებისთვის საუდის არაბეთში იბრძოლეს. ეს ტიტულები უსიკმა გასული წლის სექტემბერში ჩამოართვა ჯოშუას, როცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ბრიტანელი.

 

ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე უსიკმა განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას უძღვნის უკრაინას და ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა უკრაინას იცავენ რუსი ოკუპანტებისგან.

 

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ლოცულობდა ჩემთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს იმ დახმარებისთვის, რომელიც მან დღეს მომცა. ჩემი ღმერთი იესო ქრისტეა.

 

მადლობა საუდის არაბეთს.

 

მე ვუძღვნი ამ ბრძოლას ჩემს სახელმწიფო უკრაინას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც იცავს ჩემს ქვეყანას, მთელ უკრაინას.

 

ეს უკვე ისტორიაა. მას ბევრი თაობა ნახავს, განსაკუთრებით რაუნდს, სადაც ცდილობდნენ ჩემს ძლიერად ცემას, მაგრამ მე გადავრჩი და ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ გადავაქციე“, – განაცხადა უსიკმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა უსიკის გამარჯვებას რთული და მნიშვნელოვანი უწოდა.

 

უკრაინელს ტიტულის დაცვა მიულოცა კიევის მერმაც.

თაგები:

Advertisement