“ყველას, ვინც მზად არის, ააშენოს წარმატებული და ძლიერი უკრაინა, მზად ვარ, მივცე უკრაინის მოქალაქეობა”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა, ვინც მზად არის, ხელი შეუწყოს ძლიერი და წარმატებული უკრაინის შენებას, უკრაინის მოქალაქეობას მისცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცის დადების დროს განაცხადა.
“ყველას, ვინც მზად არის, ააშენოს წარმატებული და ძლიერი უკრაინა, მზად ვარ, მივცე უკრაინის მოქალაქეობა. საზღვარგარეთიდან სუვენირები არ გვჭირდება, ჩამოგვიტანეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. შესაძლოა, სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა – გაერთიანებით გავაკეთოთ შეუძლებელი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა უკრაინელ პოლიტიკოსებს, ნუ დაკიდებენ კაბინეტში მის პორტრეტს, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტი ხატი არ არის.
“მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ კაბინეტებში თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
თაგები:
