
ავტორი
Front News საქართველო
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში სადირ ჟაპაროვი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ძვირფასო ბატონო მიხეილ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო და მეგობრული კავშირები ყირგიზეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ურთიერთგაგების, პატივისცემისა და ნდობის პრინციპებს ემყარება.
ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, კიდევ უფრო გავაძლიერო ყოვლისმომცველი ურთიერთობები ყველა იმ სფეროში, რომელიც ჩვენი ქვეყნების გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება.
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს სახელმწიფო სამსახურში, ხოლო საქართველოს ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
თაგები:
სადირ ჟაპაროვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს