Logo

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა

საზოგადოება
914
Frontnews image description

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა.

 

“ბათუმელებს” მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში ჯუმბერ ყურშუბაძემ განუცხადა, რომ 45 წლამდე მამაკაცი ტყეში ოჯახთან ერთად იყო.

 

“მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა”, – აცხადებს ჯუმბერ ყურშუბაძე.

 

მისივე თქმით, ფოტოს მიხედვით, ტურისტს გველი ხელში ჰყავდა აყვანილი, ეკეთა ხელთათმანიც, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ იგრძნო, რომ ქვეწარმავალმა უკბინა.

 

“აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა”,- აცხადებს ყურშუბაძე.

 

თაგები:

სასწრაფო
Advertisement