ქობულეთში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთში 3 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სოფელ გვარაში ერთმანეთს ორი ჯგუფი გუშინ გვიან ღამით დაუპირისპირდა.
თვითმხილველის თქმით, ჩხუბის დაწყებამდე მამაკაცები სატვირთო ავტომანქანას მანდარინით ტვირთავდნენ.
დაზარალებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს