Logo

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საზოგადოება
294
Frontnews image description

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული 14 წლის გოგონას ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებულ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 75 წლის მამაკაცისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას.

ბრალდების მხარე პატიმრობას მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებაში ხელშეშლის და მოწმეებზე ზემოქმედების მოტივით მოითხოვა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებული ბრალდების მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს, რომელიც ჩადენილია დეკემბერში. ამასთან, ადვოკატმა მოითხოვა სასამართლოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეთვალისწინებინა.

„სტენდი აქვს გულზე რამდენიმე, გუშინ გახდა შეუძლოდ და საავადმყოფოში გახდა საჭირო გადაყვანა. ავად არის, შრომის უუნაროა და უსამართლოა მის მიმართ მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება. არ არსებობს მიმალვის საფრთხე. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – აცხადებს ადვოკატი.

წინა სასამართლო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის გოგონას საქმეზე დაკავებული 23 წლის მამაკაცის პროცესიც, რომლსაც გამოძიება არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

თაგები:

Advertisement