ქობულეთში სახლის სახურავიდან გადავარდნის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთში სახლის სახურავიდან მამა-შვილი გადავარდა და დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი მეზობელს სახლის სახურავის გადახურვაში ეხმარებოდა, რა დროსაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:





