Logo

ქონების გადამალვის ფაქტებზე სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საზოგადოება
546
Frontnews image description

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის სამ ფაქტზე, სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ფიქტიურად დაარეგისტრირეს ახალი საწარმოები ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე. აღნიშნულ საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით განახორციელეს მათზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაწერა, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოები  ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205 (1) მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9  წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები