Logo

"ყოველთვის მზად ვარ" - ზელენსკი არჩევნების შესახებ ტრამპის მოთხოვნას პასუხობს

უკრაინა
564
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზად არის.

უკრაინის ლიდერმა ეს განცხადება La Repubblica-სთვის მიცემულ კომენტარში გააკეთა.

გამოცემის ცნობით, ზელენსკის არჩევნების შესახებ პარიოლის რაიონში მდებარე სასტუმროდან გამოსვლისას ჰკითხეს, სადაც პრეზიდენტი, როგორც წესი, რომში ვიზიტების დროს რჩება.

"მე ყოველთვის მზად ვარ", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

აქვე, მან დასძინა, რომ ენდობა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და მისგან უკრაინის დახმარებას ელის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მისი აზრით, უკრაინელი ჩინოვნიკები ომის საკითხს ახალი არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

ტრამპი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინა "აღარ არის დემოკრატია“, რადგან დიდი ხანია არჩევნები არ ჩატარებულა.

ამ განცხადების კომენტირებისას ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს, არჩევნები კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც "პირობები ამის საშუალებას იძლევა“.

სხვათა შორის, მედიასაშუალებების მიერ ადრე გამოქვეყნებული აშშ-რუსეთის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის საწყის ვერსიაში ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებიდან 100 დღის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები