Logo

ქრისტო გროზევი – დარწმუნებული ვარ, პუტინი არ არის კრემლში

მსოფლიო
1255
Frontnews image description

დარწმუნებული ვარ, პუტინი  არ არის კრემლში,  –  ამის შესახებ  პროექტ  „ბელინგქათის“  გამომძიებელმა ჟურნალისტმა ქრისტო გროზევმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  კრემლში შიდაგანხეთქილებაა  და ეკონომიკური ელიტა,  რომელიც 22 წლის წინ პუტინმა მოიყვანა, იპოვის გზას მის მოსაშორებლად. 

 

როგორც გროზევი აცხადებს, ურალის მიმართულებით, სადაც არის ბუნკერები სამთავრობო ოჯახებისათვის, გახშირებული ფრენები მიუთითებს, რომ რუსეთის მმართველი რეალურად იქ იმყოფება. 

 

“ის და არა მხოლოდ ის,  ნებისმიერი პრეზიდენტი შეეცდებოდა გაქცევას  მისი დისლოკაციის ადგილიდან, რადგან თუ მას მოუწევს იმ ღილაკზე თითის დაჭერა, ამის შემდეგ შეუძლებელი იქნება სწრაფად გაქცევა. ამიტომ ვფიქრობ,  რომ ის ახლა ძალიან შორს არის მოსკოვიდან. ჩამოდის მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო, სიმბოლურად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კრემლში არ არის. ფრენების სიხშირე, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ ბოლო კვირაში,  მიუთითებს,  რომ ეს  ძალაუფლების კონცენტრაციის ახალი წერტილი მდებარეობს ურალში, სადაც უპრეცედენტოდ გახშირებული მოძრაობა შეინიშნება. დღეში რამდენიმე რეისი უფას და სუგუტის მიმართულებით,  იქ სადაც არის ბუნკერები სამთავრობო ოჯახებისთვის“, – განაცხადა გროზევმა „ტვ პირველთან“ სატელევიზიო ინტერვიუში.

Advertisement