“ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება”


ავტორი
Front News საქართველო
ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართული არიან ვაქცინაციის პროცესში, შევადგენთ სიებს იმ ბაზებიდან, რომელიც ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოშია. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის პორტალზე, შედეგად პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ისინი შეძლებენ ვაქცინაციაზე რეგისტრაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს