ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომანქანა ხევში გადავარდა

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა და მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
თაგები:





