Logo

ქუთაისის “აია არენას” ავტოსადგომზე “FIA Rally Star Georgia”-ს მესამე დასკვნითი ეტაპი იმართება

საზოგადოება
1286
Frontnews image description

"FIA Rally Star Georgia"-ს მესამე დასკვნითი ეტაპი იმართება. ქუთაისის "აია არენას" ავტოსადგომზე, მონაწილეობის მისაღებად უკვე ყველაფერი მზად არის. 

შესარჩევის ფარგლებში ორი ტური ჩატარდება. პირველში მონაწილეობას ყველა დარეგისტრირებული მონაწილე მიიღებს, მეორეში ტურში კი საუკეთესო დროის მქონე 35 მონაწილე გადავა.

საქართველოს ფინალური ეტაპი 14 მარტს გაიმართება. კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად გამარჯვებულები თბილისში გამოვლინდებიან.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ 4-წლიანი მასშტაბური პროექტი სახელწოდებით "FIA Rally Star" დაიწყო, რომელსაც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაც უერთდება. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო დისციპლინის "რალის" სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბებაა.

თაგები:

Advertisement