
ავტორი
Front News საქართველო
EU4Culture პროექტის ფარგლებში, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრები კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ქვე-სექტორებთან და ფოკუს-ჯგუფებთან დაიწყო.
15 დეკემბერს შეხვედრები რეკლამის და მაუწყებლობის (როგორც ბეჭდური, ასევე ონლაინ რეკლამა, ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები); კულტურული ტურიზმის (ტურისტული ორგანიზაციები, რომელთა მომსახურეობა მოიცავს კულტურაზე, მემკვიდრეობაზე ან კულინარიაზე ორიენტირებულ სერვისებს); არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების (ლანდშაფტის არქიტეტურის ჩათვლით); სახვითი ხელოვნების (ფერწერა, ქანდაკება, ხატვა, ფოტოგრაფია და სხვა ) წარმომადგენლებთან გაიმართა.
სამუშაო შეხვედრებზე ისაუბრეს კულტურის სექტორებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, გეგმებსა და მიზნებზე.
ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიაზე პირველი სამუშაო შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
თაგები:
ქუთაისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს