
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის მერიასა და საფეხბურთო კლუბ “ტორპედო ქუთაისის“ მფლობელ კომპანია “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარქაშაძემ და “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ კანცლერმა ეკა არაზაშვილმა.
როგორც ცნობილია, საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვებული და კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ გახდა.
გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების დაფარვა.
ამასთანავე, კომპანია უზრუნველყოფს უეფასა და ეროვნული ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად კლუბის განვითარებას.
თავის მხრივ, ქუთაისის მერია განაგრძობს “ტორპედოს” მხარდაჭერას და საკუთარი წვლილის შეტანას გუნდის შემდგომ განვითარებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს