ქუთაისის რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი ადასტურებს.
"პირველ სკოლაში სამი ჯგუფი გადავიყვანეთ ჰიბრიდულ სწავლებაზე. მეორე სკოლაში – ასევე დამატებით სამი, 30-ე საჯარო სკოლაში – ერთი. ის ჯგუფი, სადაც მოსწავლეს უფიქსირდება კოვიდი, გადაგვყავს ონლაინ სწავლებაზე. ის მასწავლებლები კი, რომლებიც მათთან შედიოდდენ კლასში, არიან თვითიზოლაციაში"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ქუთაისში მომართვიანობა გაზრდილია.
საკითხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსიც ეხმაურება. გოჩა გიორგიძის თქმით, ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ კიდევაა, ამიტომ ის მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"იმ სკოლებში, სადაც კოვიდი დადასტურდა, კონკრეტული კლასი და ის პირები, რომელთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში, მიმდინარეობს დაკვირვება. ზოგადად, იმერეთში კოვიდდადებითობის მაჩვენებელი შემცირებულია, 3%-ზეა ჩამოსული, თუმცა ეს არ არის დამამშვიდებელი გარემოება. საშიშროება ჯერ კიდევაა, რადგან შემთხვევები ისევ გვაქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში", – განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
ცნობისთვის, ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. მოსწავლეების რიცხვი საერთო ჯამში 29 000-მდეა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს