ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთ საქართველოს ოლქებში უბნების ბათილობას და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას მოითხოვდნენ.
მანამდე, მესამე სექტორმა სასამართლოს სარჩელით 2 ნოემბერს მიმართა და ქუთაისში 17 უბნის შედეგების ბათილად ცნობა და კომისიის თავმჯდომარეების დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვა, თუმცა, ქუთაისის სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს