
ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. ერთ-ერთი აქტივისტის ზალიკო კუხიანიძის თქმით, ისინი საკრებულოს შეკრებას აპროტესტებენ, რადგან მერიაც და საკრებულოც არალეგიტიმურია.
მისივე თქმით, არჩევნები გაყალბდა და თვითმმართველობა ხალხის ნებას არ ასახავს.
სამოქალაქო აქტივისტი საკრებულოს სხდომაზე შესვლას აპირებდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.
“პასუხი მივიღე, რომ თურმე ორი დრით ადრე უნდა დავრეგისტრირებულიყავი, რაც არის ტყუილი. შეიძლება სხდომის დღეს მოხვიდე, ამოიწერო საშვი და შეხვიდე მშვიდად და წყნარად, ამიტომ მეც მოვედი, მშვიდად და წყნარად თუ არ შემიშვებენ, შევეცდები ყველანაირი ძალებით შევიდე”, – განაცხადა ზალიკო კუხიანიძემ.
შენობაში შესვლის მცდელობისას ის პოლიციამ დააკავა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს