
ავტორი
Front News საქართველო
სოლიდარობა უკრაინას, არა რუსულ აგრესიას! დღეს დუმილი დანაშაულია! – ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტრანსფარანტებით, უკრაინისა და საქართველოს დროშებით გამოხატეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გმობენ რუსეთის აგრესიას და თანადგომას უცხადებენ მოძმე უკრაინის ხალხს, რომელიც დღეს რუსული აგრესიის სამიზნე გახდა.
“ჩვენს სამოქალაქო მოვალეობად ჩავთვალეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას, ეს არის ჩვენი ვალი კაცობრიობის და ადამიანობის წინაშე, არა რუსულ აგრესიას, ცივილიზებულმა სამყარომ არ უნდა დაუშვას უკრაინას მიმართ ამ ძალადობის გაგრძელება” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ზეკო ხაჩიძემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების დროული და ქმედითი ჩარევა, რათა მოხდეს ამ ომის დროული შეჩერება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს