
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” ქუთაისის უნივერსიტეტში არსებული კონფუცის კლასის მიერ განხორციელდება ჩინურ ენის შესწავლა სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისთვის.
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი უზრუნველყოფს სასწავლო კურსების Hsk1 და Hsk2 დონეებზე მოსწავლეების და პერსონალის მომზადებას.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდას და მოსწავლეებს შეუქმნას მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება.
მემორანდუმს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, კონფუცის კლასის ქართველმა დირექტორმა გიორგი დათუაშვილმა, ჩინეთის მხარის დირექტორმა ჟუ ძიანბინგმა და სკოლა “პროგრესის” დირექტორმა ნათია კილაძემ მოაწერეს ხელი.
თაგები:
სკოლა პროგრესი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს