Logo

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საზოგადოება
1259
Frontnews image description

ქუთაისში,  ახალგაზრდობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები