ქუთაისში, ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია.
იქამდე ბანკის შენობაში სროლის ხმა ისმოდა და ტერიტორია სასწრაფო დახმარების მანქანამ დატოვა, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა დილით მოხდა. შეიარაღებულ მამაკაცს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს