
ავტორი
Front News საქართველო
“გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია” – ამ გზავნილით ქუთაისში მოქალაქეებმა ცენტრალური მოედნის ირგვლის ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
მათი თქმით, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ ევროპულ მომავალს უკავშირდება და ქვეყანა ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ არ უნდა აღმოჩნეს.
“დღეს შევიკრობეთ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რომ ჩვენ მხოლოდ ევროპული განვითარების მომხრე ვართ. ასევე ევროპას ვუთხრათ, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.
ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველი უნდა დაბრუნდეს შინ, ევროპაში. უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქციები საქართველოს ქალაქებში დღეს სხვადასხვა დროს იმართება, საღამოს კი მასშტაბური აქცია დედაქალაქში იგეგმება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს