ქუთაისში, კლინიკის მეხუთე სართულიდან კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა
საზოგადოება
21.04.2021 / 19:08


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეხუთე სართულიდან 64 წლის პაციენტი გადმოხტა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და კლინიკაში შვილთან ერთად მკურნალობდა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა შვილი ოთახიდან იყო გასული.
კლინიკის მენეჯერი აცხადებს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა და არც რაიმე პრეტენზია ჰქონია კლინიკის მომსახურებაზე.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თაგები:
