Logo

ქუთაისში კოვიდინფიცირებული 24 წლის ორსული საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

Frontnews image description

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” საკეისრო კვეთის შემდეგ 24 წლის გარდაიცვალა. კლინიკის კოვიდგანყოფილების მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში 20 აგვისტოს ბათუმიდან შეიყვანეს.

 

გადაუდებელი მდგომარეობის გამო, 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

 

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70% ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. 

 

რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. 

Advertisement