ქუთაისში მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრს ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში მედიის წარმომადგენლებმა “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გამოფინეს. ისინი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან დახვედრას ამ ფოტოებით გეგმავდნენ.
ბრეგაძე ქუთაისის მერს უნდა შეხვედროდა და მემორანდუმი გაეფორმებინათ, თუმცა, დაგეგმილი ღონისძიება დათქმულ დროს არ შედგა. მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე პროტესტი მაინც გამოხატეს.
ჟურნალისტები 5 ივლისს მომდარ მოვლენებზე მოძალადე პირების დასჯას ითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
რადიკალი ჯგუფების ძალადობის შედეგად, 5 ივლისს, რამდენიმე მოქალაქე და მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქედან “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს და ოპერაციაც დასჭირდა, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
თაგები:





