Logo

ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა

საზოგადოება
876
Frontnews image description

ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა. 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა ქუჩის დასაწყისში განთავსდა. 

ერთ-ერთ სახლზე აბრა, შინდისის ბრძოლის გმირმა ტრისტან ჩიტიძემ შვილებთან ერთად განათავსა.

მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია საკრებულოს შესაბამის კომისიებში და უმოკლეს ვადაში, ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.

თაგები:

Advertisement