
ავტორი
Front News საქართველო
“სოლიდარობა ნიკა გვარამიას“, „თავისუფლებისათვის“, „მედიას ვერ დაამარცხებთ“ – ამ გზავნილებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს.
აქციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანა დიდი ნაბიჯებით შორდება ევროპულ მომავალს და რუსეთისაკენ მიექანება.
“ქვეყნისთვის დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალი გზა იკეტება, ეს დაადასტურა დღე ნიკა გვარამიას მიმართ გამოცხადებულმა განაჩენმა. ასევე დიდი მწუხარებით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ თანდათან ვხდებით რუსეთის უკანა ეზო. მგონია, რომ ეს არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ჟურნალისტმა ქეთი ბერძენიშვილმა.
“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ის უკვე რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს