ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკველობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. 36 წლის ქალის ყოფილი ქმარი შემთხვევის ადგილზე აიყვანეს.
სავარაუდო დამნაშავე ბინაში მეზობლებმა ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.
ადგილობრივების თქმით, საღამოს ბინიდან ყვირილის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მათ ბინაში მყოფ მამაკაცს ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს.
სამართალდცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს