ქუთაისში საფლავებში ჩამარხული ბოქლომები და 20-მდე ცოცხალი ადამიანის ფოტოები იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, “მწვანე ყვავილას” პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები იპოვეს.
სურათები და ბოქლომები მას შემდეგ იპოვეს, რაც ერთ-ერთ სასაფლაოზე გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ მიწა უსწორმასწოროდ იყო, რის შემდეგაც საფლავში 20-მდე ადამიანის ფოტოები და ბოქლომები ნახეს.
ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ქუთაისში ცნობილი პირები არიან.
ვინ ან რა მიზნით დამარხა სურათები, უცნობია.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ხნის წინ ქობულეთშიც დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთ საფლავში 200-მდე ცოცხალი ადამიანის ფოტოები ნახეს ჩამარხული.
თაგები:
ქუთაისი




