ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში კომპანია "მაქსიმის" 200-მდე ტაქსის მძღოლი გაიფიცა. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.
პროტესტის მონაწილეების განმარტებით, განვლილ მანძილზე მომხმარებელს ტაქსის კომპანია იგივე ტარიფს სთავაზობს, რაც საწვავის გაძვირებამდე იყო. ამის გამო კი სარგებელზე საუბარიც ზედმეტია, რადგან მანქანის საწვავით მომარაგებასაც ვერ ახერხებენ.
"ძალიან რთულ დღეში ვართ. საწვავზე კატასტროფული ფასებია. ტარიფი ძალიან დაბალია და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, გამომუშავება არ გამოგვდის. ამასთან, ბანკებშიც პრობლემები გვაქვს, რა ვქნათ, უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. ოჯახები ხომ უნდა ვარჩინოთ? გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე კომპანიის წარმომადგენლები, შეგვხვდნენ, მოისმინონ ჩვენი პრობლემები და ერთდროულად გადავჭრათ პრობლემა", -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა