ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გაშლილი საპროტესტო კარავი, თბილისში გადაინაცვლებს


ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში გაშლილი საპროტესტო კარავი, თბილისში გადაინაცვლებს. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.
გიგა შუშანიას თქმით, იმერეთის აქტივისტები, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ მსვლელობას შეუერთდებიან.
"ვინაიდან პროტესტის ეპიცენტრი გახდა დედაქალაქი, რუსთაველის გამზირი, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი საპროტესტო კარავი გადავიდეს თბილისში. ხვალ ჩვენ, აქტივისტებთან ერთად იმერეთიდან შევუერთდებით აქციას და გავმართავთ საპროტესტო მსვლელობას. მოთხოვნები უცვლელია: გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს სამართლიანი ვადამდელი არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყნაში ბოლშევიზმი არასდროს დაბრუნდეს. დღეს 25 თებერვალია, 100 წლის წინ მოხდა საქართველოს ოკუპაცია, დღეს საბჭოთა სურნელი ისევ ტრიალებს საქართველოს თავზე, მაგრამ ამ ბოლშევიზმზე თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს", – განაცხადა გიგა შუშანიამ.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, 26 თებერვალს, თბილისში აქცია იმართება. საპროტესტო მსვლელობა 13:00 საათზე, ფილარმონიიდან დაიწყება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს