
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მოძრაობის წესები დროებით იცვლება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სრულად დაიკეტება თბილისის ქუჩა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის. მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოსტავას და გელათის ქუჩების გავლით.
ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან- გელათის ქუჩის გავლით ცენტრალური მოედნისკენ.
იცვლება N19 ავტობუსის სვლაგეზი. M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება (N19), თბილისის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს კოსტავას ქუჩის გავლით, 26 მაისისა და სოლომონ I -ის ქუჩების კვეთამდე, ხოლო ცენტრალურ მოედნამდე იმოძრავებს 26 მაისისა და გელათის ქუჩების გავლით.
შეზღუდვა 30 იანვრის 10:00 საათიდან 9 თებერვლამდე იმოქმედებს.
თაგები:
ქუთაისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს