
ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამჯერად, ქუთაისში, სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ პოლიტიკოსის გათავისუფლება და ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებაც მოითხოვეს. ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ აღნიშნული აქცია წულაიასთან ერთად დააორგანიზეს, რომელიც გიგანტური ჰესის მშენებლობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ადგილობრივების გვერდით იდგა.
აქციას თბილისიდან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წევრები, მათ შორის "ლეობორისტული პარტიის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა.
აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ქუთაისიდან ნამახვანისკენ გაემართნენ და ხეობის მცველების პროტესტს შეუერთდნენ.
გოგი წულაიას სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს