ქუთაისში უკრაინის მოქალაქეები გაქურდეს
სამართალი
1019

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში უკრაინელი ოჯახი გაქურდეს. წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები.
მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლი იმ დროს გაქურდეს, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სახლში შეღწევა კარის გატეხვის შედეგად შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.





