ქუთაისში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ვაქცინა უკვე გაიკეთეს ქუთაისელმა მედიკოსებმა. ისინი სხვებსაც მოუწოდებენ, დარეგისტრირდნენ და მიიღონ პროცესში მონაწილეობა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, მედიკოსები აქტიურად რეგისტრირდებიან ვაქცინაციის მიზნით.
ქუთაისში ვაქცინაციის ოთხი ცენტრია მოწყობილი, იმერეთში 15 პუნქტი იმუშავებს. ამ ეტაპზე რეგიონისთვის ვაქცინის 5550 დოზაა მობილიზებული. სხვა მუნიციპალიტეტში პუნქტები 17 მარტიდან ამოქმედდება.
დღეიდან, 15 მარტიდან, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც "ასტრაზენეკას" ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოადგილე პაატა იმნაძე იყო.
თაგები:





