
ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიამ პოლიტიკური პარტიის შექმნა დაანონსა. წულაია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას საპატიმროდან აპირებს.
როგორც პოლიტიკოსი "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, უახლოესს დღეებში დარეგისტრირდება, თავად იქნება თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკუთარ კანდიდატურას ქუთაისში დააყენებს.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აუცილებლად იბრძოლებს, რათა ამ არჩევნებში ხელისუფლებამ 43% ვერ აიღოს.
"ქუთაისში ვიყრი კენჭს, ვიქნები აუცილებლად სიის სათავეში. ციხიდან უფრო მეტს მივაღწევ, ვიდრე გარეთ. ყველანაირად ვეცდები, რომ 43% კი არა 35%-ს ვერ აცილდნენ ესენი და ვერც აცილდებიან", – აცხადებს წულაია.
პოლიტიკოსს სასამართლო მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს