Logo

ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
16.06.2022 / 12:50
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული თავისუფლების  2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა.

 

გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. 

 

“სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

თაგები:

დაკავება
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები