
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი პოზიციაა, რომ ჯობს ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს – "ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"სინოფარმთან“ მიმართებაში ჩვენ გვესმის, რომ ჯანმო-ს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ჩემი პოზიციაა, რომ ჯობს ავითვისოთ ის ვაქცინები, რაც გვაქვს – „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“, გაიზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობის გამტარუნარიანობა. მოთხოვნა არის „სინოფარმის“ მიმართ, საზოგადოების ბევრი ჯგუფი ითხოვს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, ქვეყანა ეპიდემიოლოგიური აფეთქების წინაშე დგას და ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3 840 პაციენტი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს