
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი IRI-ის კვლევას ეხმაურება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი უამრავი პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, ვადამდელი არჩევნებია.
"ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, კრიზისის დასრულება მშვიდობიანი გზით და პოლიტიკის ჩაყენება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს. კიდევ ერთხელ ადასტურებს კვლევა იმას, რომ უბრალოდ პარლამენტში შესვლა ან პარლამენტს გარეთ ყოფნა, არ აგვარებს იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებაშია, ამიტომ კრიზისი რომელიც ქვეყანაშია, არ უნდა იყოს დაყვანილი იმაზე, ვინ სად შევა, ან არ შევა. თუ არ მოხდება შეთანხმება, ოპოზიცია კიდეც რომ შევიდეს პარლამენტში, ჩვენ იმ საკითხებზე სწორედ ვერ ვიმუშავებთ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს