Logo

“ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა”

საზოგადოება
553
Frontnews image description

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა.

"დღეს გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდით მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითო რეაქცია. მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად, შეიძლება მძიმედ და შესაძლოა, დასრულდეს ფატალურადაც.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, როდესაც იცრებიან ადამიანები ჩვენთან ამ ბარათზე უკანა მხრიდან წერია რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი. ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სოციალური გამოკითხვის ბარათი. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან. ამ ბარათის საშუალებით ექიმი ეკითხება სადაც არის ის კითხვები, რამაც შეიძლება გამოავლინოს რეაქციები. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან გვაქვს ამ ვაქცინების, რომლებიც გამოიყენებეიან კორონავირუსზე, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებზე არის. ეს ვაქცინები გახლავან უფრო რეაქტოგენული. ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, ტავის ტკივილით სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები ამის დაახლოებით 10-დან 50 და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი. დღემდე რაც ჩატარდა ქვეყანაში 3365 აცრა, სერიოზული იყო რომელზეც შეტყობინება მოვიდა იყო 4 იყო ბევრი ტემპერატურა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. 27 წლის ქალის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. კლინიკასთან ამ დროისთვის სამართალდამცველების იმყოფებიან.

თაგები:

Advertisement