
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ და ღარიბაშვილის განცხადებები ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება არის და იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის. რა დესტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს ღარიბაშვილი, ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდამჭერების აზრია მნიშვნელოვანი.
„ჩემი აზრი ცნობილია, მე მომხრე ვარ, საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. როდესაც რეჟიმი გვებრძვის ყველა მიმართულებით, იყენებს ყველაფერს სუს-ი, ფინანსური რესურსი, ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ „ოცნებას“ და ვაჩვენოთ, როგორია განსხვავება, როგორია ნამდვილი ოპოზიცია და „ქართული ოცნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს