“რა გამოძიება, სისულელეა, რაზე უნდა დაინტერესდეს? რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება?”


ავტორი
Front News საქართველო
რა გამოძიება ხალხნო, სისულელეა- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების იდეას.
მისთვის გაუგებარია, რითი უნდა დაინტერესდეს გამოძიება.
"როცა ჩვენს პარტნიორებს, ყველას სურთ რომ ჩვენთან იყოს სტაბილური გარემო და სტაბილური მდგომარეობა. ყველა აღიარებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. გამარჯვებული პარტია ვართ ხო? რომელსაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა. ხომ უნდა დაფიქრდეთ? ყველა ეს თემა, რომელიც ვერაფრით ვერ ააგორეს, ძალითაც კი ჩაჯდა ადამიანი ციხეში (მელია), რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი, იმისთვის, რომ აი, ნახეთ, როგორც დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგესო. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ და ახლა დაიწყეს ჩანაწერებზე საუბარი. მინდა ყველა ერთად, საზოგადოება დავფიქრდეთ, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. რა გამოძიება უნდა დაიწყოს ხალხნო, სისულელეა. დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, ვინც შევიწროებული იყო, დევნილი, ან აწამეს", – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს