“რა? სად? როდის?” წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ინტელექტკლუბის “რა? სად? როდის?” წევრი ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა, – ინფორმაციას ბუთურიშვილის ახლობლები ავრცელებენ.
“ბესო 26 წლის წინ გავიცანი, ჯერ სტუდენტობისას როცა “რა სად როდის” თამაში დავიწყე ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. შემდეგ თითქმის 2 ათწლეული განმავლობაში ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო, უამრავი გამარჯვება აღვნიშნეთ ერთად საქართველოს თუ თბილისის ჩემპიონატებზე, ჩვენი ქვეყნის ღირსებაც დავიცავით ნაკრებში და ბევრი სხვა თავგადასავალიც გადაგვხდა ამ წლების განმავლობაში.
ბოლო პერიოდი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა და გარშემო ყველას დიდი იმედი გვქონდა რომ მოერეოდა.
პრინციპული და ძალიან დადებითი ადამიანი, 3 შვილის მამა, საუკეთესო მეგობარი, მოაზროვნე და მოქალაქე უდროოდ დავკარგეთ”, – წერს “რა? სად? როდის?” წევრი ილია რევია სოციალურ ქსელში.
თაგები:
ბესიკ ბუთურიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს