“რა სამწუხაროა, რომ ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხეში ნიკა მელია მოინახულა. დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ შეხვედრით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ ეშინია მისი თავისუფლების "ქართულ ოცნებას".
"წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების "ქართულ ოცნებას". გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე.
რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს. უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში", – წერს დეკანოიძე.
თაგები:





