Logo

“რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას”

Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, 9 აპრილის მნიშვნელოვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ღვაწლი, რომელიც წინაპრებმა დამოუკიდებულობისთვის ბრძოლაში ჩადეს, მათ აკისრებს პასუხისმგებლობას, შეინარჩუნონ ქვეყნის ერთიანობა. 

"დღეს არის განსაკუთრებული თარიღი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისთვის – 9 აპრილი, რომელსაც აქვს 2 მნიშვნელოვანი ისტორიული კონტექსტი. ეს არის თარიღი, როდესაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავი გასწირეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის და ეს არის თარიღი, როდესაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებულობის აღდგენა მოხდა. ღვაწლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა და თაობებმა ჩადეს ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ გვაკისრებს უდიდესს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე და რასაკვირველია ჩვენ, ამ პასუხისმგებლობით ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ერთიანობა და ეროვნული კონსოლიდაცია  შევძლოთ. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა  სწორედ დღეს, 9 აპრილს გააკეთა, თავისი ყოველწლიური მოხსენება  ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ საქართველო პარლამენტის წინაშე. ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს  შეეხო ქალბატონი პრეზიდენტი. ეს არის დეოკუპაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი შეთანხმების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებლობა, პანდემიის მართვა და ვაქცინაციის მნიშვნელობა; ეკონომიკის აღდგენის და ეკონომიკური გამოწვევის დაძლევის საკითხები. ამის გარდა, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი უკრაინასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა,  საქართველოს პარლამენტიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ"-განაცხადა თალაკვაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები