Logo

რადიკალებმა თბილისში, ევროკავშირის ოფისთან ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს

პოლიტიკა
1484
Frontnews image description

თბილისში ევროკავშირის ოფისთან,  სადაც რადიკალები აქციას მართავენ, დაძაბული ვითარებაა.

 

მათ გამოფენილი ჰქონდათ დიპლომატების ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით, შემდეგ კი  ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს.  

 

ამ ფაქტის შემდეგ პოლიციამ რადიკალების დაკავება დაიწყო,  დაკავებული არიან მამა-შვილი ფალავანდიშვილები, ასევე აქციის რამდენიმე მონაწილე. 

 

ადგილზე  ხმაური და დაპირისპირება გრძელდება, ტერიტორიაზე რჩებიან სამართალდამცველები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები