
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook გვერდი – „სინამდვილეში“ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესახებ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები – „საზღვარგარეთ გარბის ისეთი ხალხი, ვინც დაბალი განათლებისაა, არც პროფესია არ აქვს“ დეზინფორმაციული ხასიათისაა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი სახის განცხადება ემიგრანტებთან დაკავშირებით არასდროს გაუკეთებია.
“რადიკალური ოპოზიციის ბოტები, აგრესიული აქტივისტები და მათი ტროლგვერდები ყალბ ბანერს და ყალბ ციტატას ავრცელებენ, თითქოს ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ წასულ ემიგრანტებს შეურაცხყოფას აყენებს. სინამდვილეში აღნიშნული ბანერი და, შესაბამისად, ციტატა არის დეზინფორმაცია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს