რაგბის კლუბი – “არმია” ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია


ავტორი
Front News საქართველო
რაგბის კლუბი – “არმია” რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს.
მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ.
რაგბის კლუბის წევრები ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ.
თაგები:
რაგბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა