Logo

“რაღაც გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგი შეიძლება იყოს”

საზოგადოება
664
Frontnews image description

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმას პროვოკაციად აფასებს.

მელაშვილი არ გამორიცხავს, მომხდარი მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაციებით გავრცელების შედეგი იყოს.

"მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ პროვოკაციაა. ვიღაც-ვიღაცებმა რაღაც გადაბრუნებული და ამოჭრილი ლაპარაკი რომ აჩვენეს, ალბათ, იმის შედეგი შეიძლება იყოს… რაიმე ისეთი არ მომხდარა, უბრალოდ მაკადრა რაღაც და ხმამაღლა მელაპარაკა. ეს ალბათ, ერთ-ერთი მათგანი არის, ვინც პროვოკაციებს აწყობს ხოლმე", – განაცხადა მელაშვილმა "ტვ პირველთან".

ივერი მელაშვილს დღეს ერთ-ერთ მაღაზიაში თავს დაესხნენ. მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას "მოღალატე" უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა. 

თაგები:

Advertisement